ჰაფეზის ეპოქა

ფრაგმენტი დავით კობიძის წიგნიდან 
„სპარსული ლიტერატური ისტორია“
  • ეპოქა, რომელშიც ჰაფეზი ცხოვრობდა, მძიმე და ცვალებადი გახლდათ. მე-14 საუკუნის შუა წლებში მონგოლური ფეოდალური დინასტიის ჰულაგიდების წარმომადგენლების მიერ დაპყრობილი ქვეყნები და, მათ შორის ირანიც, დაქუცმაცდა და მთელ რიგ პატარ-პატარა დამოუკიდებელ სამფლობელოებად გადაიქცა.
  • ჰულაგუ (1217-1265) ამ დინასტიის დამაარსებელი, ცნობილი ჩინგის ხანის შცილიშვილი იყო. ირანი, მეოპოტამია და ამიერკავკასიის ნაწილი მის ბრძანებას ემორჩილებოდა. მას დიდი ხანისაგან - ჰუბილაისაგან ილხანის (ხალხის მბრძანებელი) წოდება ჰქონდა ბოძებული. ილხანთა სახელმწიფოს სატახტო ქალაქს თავრიზი წარმოადგენდა.
  • მონგოლთა დინასტიისა და სახელმწიფოს რღვევის პროცესში ირანის სხვადასხვა ოლქებში თავი წამოყვეს ირანულმა დინასტიებმა. ასე, მაგალითად: მაზანდარანს მართავდა  ბევენიდების დინასტია, სამხრეთ ირანს - მუზაფერიდები, ფარსს კი - ინჯუიდები, რომლებიც შემდეგ შირაზის მბრძანებლებიც გახდნენ.
  • ჰაფეზის დროს ინჯუიდების დინასტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს აბუ ისჰაყს შესაძლებლობა მიეცა შირაზის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და აქ 1353 წლამდე ემეფა. აღნიშNულ წელს ის ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა მუზაფარიდების დინასტიის წარმომადგენელმა ამირა მუბარეზ ედ-დინმა და ამრიგად, 1353 წლიდან შირაზი აღნიშნული დინასტიის სატახტო ქალაქი გახდა.
  • მუბარეზ ედ-დინმა შირაზში მკაცრი წესები შემოიღო: გახშირდა სიკვდილით დასჯა, აიკრძალა ღვინო, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თვითონ მმართველი კი ლაშქრობასა და ნადიმებში ატარებდა. გარემოება, რამაც ხალხის მხრივ მისი სიძლვილი გააღრმავა, საქმეს იმით ეშველა, რომ მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე შაჰ-შოჯამ 1358 წელს მამა ტახტიდან ჩამოაგდო, თვალების ამოსწვა, თვითონ ავიდა ტახტზე და მამის მიერ შემოღებული წესები უკუაგდო. შაჰ-შოჯას (1358-1384) და შემდეგ მისი შემცვლელის შაჰ-მანსურის (1388-1393) მიერ ჰაფეზი დიდად იყო დაფასებული. პოეტსაც მათთვის მაქებარი ლექსი მიუძღვნია. მოზაფარიდების დინასტიას და მათ ბატონობას თემურ ლენგის შემოსევებმა მოუღო ბოლო. 
  • (იხილე ლეგენდა ბიოგრაფიულ მასალებში) ...თემურ ლენგთან ჰაფეზის შეხვედრას  შესაძლებელია მართლაც ჰქონდა ადგილი; ეს უნდა მომხდარიყო 1387 წელს, როცა გზად მიმავალი თემური შირაზს პირველად ეწვია, ხოლო ჰაფეზის გარდაცვალების ორი-სამი შლის შემდეგ მან მთელი ირანი ააოხრა.

1 comment: