Thursday 16 June 2016

ჰაფეზი

خواجه شمس‌الدین محمد حافظ شیرازی

(დაახლ.1325 - 1389/90)

მე-14 საუკუნის დიდი სპარსელი პოეტის, შამს ედ-დინ მოჰამად ჰაფეზი შირაზელის პოეზია და მისი ქართველი მთარგმნელები.

ამ ბლოგში, შეძლებისდაგვარად, განთავსდება ის ინფორმაცია, რაც ჰაფეზის შესახებ არის შექმნილი ქართულ ენაზე: როგორც მისი ნაწარმოებების თარგმანები, ასევე მეცნიერული გამოკვლევები თუ დოკუმენტური მასალები.

ჰაფეზი სპარსული კლასიკური ლირიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, მისი შემოქმედება სპარსული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება; ჰაფეზის ლექსები უაღრესად დახვეწილი და სრულყოფილია, მათში გამოვლენილმა პოეტის მეამბოხე სულმა და ყოვლისმომცველმა ჰუმანიზმმა  ავტორს მსოფლიო ლიტერატურის რჩეულთა შორის დაუმკვიდრა ადგილი.